მთავარი / მომსახურებები / ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება
WMCC • პროფესიონალური მხარდაჭერა

ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება

ვადგენთ ორგანიზაციის საქმიანობის, წარმოქმნილი ნარჩენებისა და მართვის არსებული პრაქტიკის საფუძველზე მორგებულ ნარჩენების მართვის გეგმას.

მომსახურების შესახებ

გეგმის მომზადების ეტაპები

  • კომპანიის საქმიანობისა და ობიექტების შესახებ ინფორმაციის შესწავლა
  • წარმოქმნილი ნარჩენების იდენტიფიცირება და კლასიფიკაცია
  • შეგროვების, დროებითი შენახვისა და გადაცემის პროცესების აღწერა
  • პასუხისმგებელი პირებისა და შიდა პროცედურების განსაზღვრა
  • გეგმის პროექტის მომზადება და შეთანხმების პროცესის მხარდაჭერა

რას მიიღებთ?

  • კომპანიის რეალურ საქმიანობაზე მორგებულ დოკუმენტს
  • ნარჩენების მართვის პროცესების მკაფიო აღწერას
  • პრაქტიკულ რეკომენდაციებს შესაბამისობის გასაუმჯობესებლად

ხშირად დასმული კითხვები

ყველა კომპანიას სჭირდება ნარჩენების მართვის გეგმა?

ვალდებულება დამოკიდებულია საქმიანობაზე, წარმოქმნილი ნარჩენების სახეობებსა და რაოდენობებზე. პირველ ეტაპზე საჭიროა კომპანიის მდგომარეობის შეფასება.

რამდენი ვადით მზადდება გეგმა?

გეგმის მოქმედების პერიოდი განისაზღვრება მოქმედი მოთხოვნებისა და კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით.

გჭირდებათ კონსულტაცია?

მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით და ერთად განვსაზღვრავთ საჭირო ნაბიჯებს.